დაგვიკავშირდით

ტელ: : 599 04 10 93
ელ.ფოსტა : Nika.taqtaqishvili@yahoo.com
მისამართი : თბილისი, საქართველო

ჩვენი სერვისები

გაეცანით დეტალურად ჩვენი მომსახურების პირობებს

ბაზალტი — ფართოდ გავრცელებული საღი (კაინოტიპური) მუქი ფერის ფუძე ვულკანური ქანი. გაუჯერებელია კაჟმიწით, გამდიდრებულია Mg, Fe და Ca-ის ჟანგებით. შემადგენელი მინერალები: ფუძე პლაგიოკლაზი (ლაბრადორ-ბიტოვნიტი), პიროქსენი (უმთავრესად ავგიტი), ხშირად ოლივინი, იშვიათად რქატყუარა; მადნეულებიდან მაგნეტიტი ან ილმენიტი. ჩვეულებრივ ბაზალტში ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბაზალტის მინით მდიდარ სახესხაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს — დოლერიტი. ბაზალტი ადვილად ლღვება; ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისატვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს.
პირველი ტიპის ბაზალტებში ოლივინი უხვადაა, კაჟმიწის რაოდენობა კი მცირეა (45%). ბაზალტების მეორე ტიპში კაჟმიწის რაოდენობა რამდენადმე მეტია (50%), შეიცავს მცირე რაოდენობით მინას ან კვარცს. ოლივინიანი ბაზალტები დამახასიათებელია ოკეანური კუნძულებისა და ოროგენის განაპირა მხარეებისათვის, ხოლო ტოლეიტური ბაზალტები კონტინენტებს უკავშირდება. ამის გამო ოლივინიან ბაზალტებს ოკეანურ ტიპად გამოჰყოფენ, ტოლეიტუს კი — კონტინენტურად.
ბაზალტი კარგი საშენი მასალაა. იყენებენ ღორღისა და საცალო ქვის დასამზადებლად, ასევე ნაგეგობათა მოსაპირკეთებლად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია და სხვ.) იყენებდნენ ქანდაკებებისათვის.

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

" შ.პ.ს ნატურალური ქვა "  მოიპოვებს და აწარმოებს ბაზალტის ქვას, კერდზოდ: საფეხურები, ბორდიური,ქვაფენილი, ბაზალტის ფილა, კიბეები.  კედლის და იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა გვყავს ხელოსნებიც. ასევე ბეტონის დასხმა იატაკის მოჭიმვა გაპრიალება. ჩვენი საიტია Www.bazalti.ge 599 04 10 93